ვიკიპედიის მფლობელი, „ფონდი ვიკიმედია“ ადასტურებს, რომ ჩინეთში ონლაინ ენციკლოპედიის მრავალენოვანი გამოცემა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ზე ვკითხულობთ. მრავალენოვანი ონლაინ ენციკლოპედია თავდაპირველად მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო დაბლოკილი თუმცა ირკვევა რომ ამჟამად ვებგვერდი ყველა ენაზე დაბლოკილია. როგორც ირკვევა სთან ერთად ათასობით სხვა ვებ-გვერდებიც დაბლოკილია.
„აპრილის მიწურულს, „ფონდმა ვიკიმედიამ“ აღმოაჩინა, რომ ვიკიპედია ჩინეთში ხელმისაწვდომი აღარ არის. ჩვენი ინტერნეტტრაფიკის დეტალური ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთში ამჟამად Wikipedia მთლიანად დაბლოკილია. “ — ვკითხულობთ „ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებაში.
პირველად არ ხდება როდესაც ხელისუფლება მრავალენოვან ონლაინ ენციკლოპედიას ბლოკავს, 2017 წელს მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთმაც მიიღო. ხოლო წელს ვებგვერდი ვენესუელამაც დაბლოკა.