ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინური მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ქალს კორონავირუსი ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს.

ინფიცირებულმა ქალმა ჩინეთში, ჰერბინის პროვინციის კლინიკაში იმშობიარა.

ახლად დაბადებულ გოგონას კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. რამდენიმედღიანი სამედიცინო საკარანტინო დაკვირვების შემდეგ, დედის და ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ბავშვიც და დედაც ამ ეტაპზე კარანტინში რჩებიან.