გვიან ღამით, ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა. მას ქვედა კიდურები დაუზიანდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.