ჩხოროწყუში “ხობის კოლხეთის“ ქალ ფეხბურთელებს მასპინძლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი არასრულწლოვან ქალთა ფეხბურთში ხობის “კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს “სამეგრელოს“ შორის სტუმრებისთვის მძიმე ტრავმებით დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება ხობის კოლხეთის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი და დაზარალებული მოთამაშეების საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები. როგორც ჩანს ფიზიკური ტრავმები სტუმარ გუნდს მასპინძელი გუნდის წევრებმა მიაყენეს:
“ნამდვილი მებრძოლეეები ეს ფეხბურთი არ იყო ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე“– წერია ქალთა საფეხბურთო კლუბის გვერდზე.
მანამდე კლუბის გვერდზევე ამ შეხვედრის შესახებ კიდევ ერთი სტატუსი გამოქვეყნდა:
“გოგოებო მადლობა ძალიან დიდი რო დღეს ასე იბრძლოლეთ,მაგრამ ეს წაგება ჩვენი ბრალი არ იყო ჩვენ წაგვაგებინეს მსაჯებმაა.. მსაჯების დამოკიდებულება კი ქალთა ფეხბურთზე არის საშინელი! რადგან გოგოები ვართ არ აინტერესებთ!! რაც შეეხება მოთმაშეებს ერთმანეთის მიმართ რატო გვაქვს ესეთი აგრესია..ეს უბრალოდ თამაშიაა..“
ფეხბურთის კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზურაბ ლატარია ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია ცხოვრებაში არ უნახავს.
“ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა, მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“,- ამბობს მწვრთნელი.
ამ მატჩის და მისი შედეგების შესახებ წერს ფეისბუქ მომხმარებელი ლელა კუჭავა
“ყველა ის ადამიანი ვისაც ამ ბავშვების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ყველა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.გუშინდელი თამაში არ იყო ფეხბურთი, იყო ბრძოლა წესების გარეშე.ძალა ვისაც ერჩის სტადიონს გაერიდოს და ძალები რინგზე მოსინჯოს.სასწრაფოდ შეუწყდეს მწვრთნელს მისი საქმიანობა რადგან მოწინააღმდეგე გუნდის გოგონებისკენ დასარტყმელად იწეოდა, არანაირი უფლება არა აქვს მას ბავშვებს უხელმძღვანელოს..ტქვენ კი მაგრები ხართ ბავშვებო აუცილებლად მიაღწევთ კიდევ ბევრ წარმატებებს.არავის არ შერჩება შეურაცყოფა რადგან ამ ბავშვების უკან მთელი არმია დგას. P.S დაუზუსტებელი ინფორმაციით არის ვარაუდი გუშინდელ თამაშზე მოწინააღმდეგე გუნდის ყველა მოთამაშე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სასწრაფო რეგირება მოახდინონ შესაბამისმა უწყებებმა რათა მსგავსი ფაქტები მეორედ აღარ განმეორდეს..#ფეხბურთისფედერაციაგძინავს?“– წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა რამე რეაქცია ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მომხდარ ინციდენტს.