15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი აცხადებს.
მისი თქმით, დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება, რომელსაც 48 საათის განმავლობაშ გაასაჩივრებს.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.