ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში არეულობების დროს 29 წლის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
ჟურნალისტის მკვლელობას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.ჟურნალისტი ოლსტერში მომხდარ კონფლიქტს აშუქებდა, როდესაც ესროლეს. 29 წლის ქალი მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.
არეულობა იმ დროს მოხდა, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებდნენ.
დემონსტრანტები სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ასევე მოხდა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.
თვითმხილველების ინფორმაციით, იმ დროს როცა ტერიტორიაზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ უმისამართო სროლა დაიწყო.