“ჩვენ 40%-ზე არა ვართ თანახმა”- ამის შესახებ განცხადება “რუსთავი 2-ის” ახალ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ ჯარჯი აქიმიძემ გააკეთა.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ მან “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს “რუსთავი 2-ის”წილის 40% შესთავაზა, რაზეც მათ კმაყოფილება ვერ შეატყო.
ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ ის და დავით დვალი არ დათანხმდებიან ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას 40%-იანი წილის გადაცემის შესახებ.
„ჩვენ 40%-ს არ დავთანხმდებით. ჩვენ არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ ამ ყველაფერზე თანხმა. შესაძლოა, ვთქვათ, რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ და რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, შემდეგ გამოჩნდება,“-განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.