“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება რომ საქმე არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი”-ირაკლი კობახიძე გამსახურდიას გარდაცვალებაზე

“ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადე, რომ საქმე არის ბოლომდე გამოსაძიებელი”-პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიბაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ის იყო პატრიოტი,  რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთხელ  გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები”,- განაცხადა კობახიძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას პრემიერ მინისტრი, ქალაქი მერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.