„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას” – გრიგოლ ვაშაძე

„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას” – გრიგოლ ვაშაძემ განმუხურში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს გამარჯვება სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს.

„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, აუცილებლად შევცვლით ამ ხელისუფლებას, აუცილებლად გავიმარჯვებთ არა შურისძიებისთვის, არა ანგარიშსწორებისთვის, არა საზოგადოების გაყოფისთვის. გავიმარჯვეთ იმიტომ რომ საქართველო დაეფუძნოს იმას, რაც ქართველისთვის არის ყველაზე მთავარი. კანონის სამართალი, პატივისცემა, თანასწორობა, ერთიანობა, პროგრესი, ამის გარეშე ჩვენ სახელმწიფოს ვერ გადავარჩენთ. ეს გამარჯვება უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.