“ჩვენ ბაზარს სხვა ქვეყნის მოქალაქეები ეპატრონებიან”-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში შრომის უსაფრთხოება და ბიზნესგარემოა.
“ხელისუფლებამ უნდა შექმნას ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გარემო, ქვეყანა უნდა იყოს საჭირო სამეზობლოსთვის. ჩვენ არ ვართ არც გზაჯვარედინი, არ ვართ არც საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა. 54% გვაქვს ვარდნა ინვესტიციებში, ჩვენ არ ვიცით რა ტიპის საწარმოები გვინდა, ჩვენ ღვინოს ვყიდით 100 მილიონ ბოთლს 2 დოლარად საშუალო ფასად, შრომის უსაფრთხოება გვაქვს 0-ის დონეზე, ჩვენ ბაზარს სხვა ქვეყნის ადამიანები ეპატრონებიან”-განაცხადა ხაზარაძემ.