“ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს,” – ამის შესახებ კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
პატრიარქი საუბრისას მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ გარშემო საშინელი ბრძოლა მიმდინარეობს.
“ჩვენ გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ღმერთი კი ცდილობს ეს არ დაუშვას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, რას აირჩევს კეთილ გზას, თუ ბოროტს. უნდა შეძლოს ღმერთთან დაახლოება. ადამიანს უნდა ჰქონდეს გახსნილი გონება,” – აღნიშნა პატრიარქმა ილია მეორემ.