ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში-საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დადებითად შეაფასა. 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში, არ დავუშვებთ, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული, არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ნიუ იორკში,გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, გუშინ შეხვდა.