გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა ჩაწერა. ის გეგა შენგელიას მოუწოდებს, ანაკლიის ამფითეატრში გამართოს მასთან შეხვედრა და საშუალება მისცეს რიგით მოქალაქეებსაც ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან კითხვები.
„ეს ადგილი არის ივანიშვილის მიერ გაჭირვებული საქართველოს სიმბოლო. აქვე უნდა ყოფილიყო ქალაქი ლაზიკა. პროექტი, რომელიც ჩემმა მეუღლემ წამოიწყო მაგრამ გაჩერდა. იქ უნდა ყოფილიყო ასი ათასი სამუშაო ადგილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ლაზიკა დღეს უკვე იქნებოდა მთელი ზუგდიდის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების გასაღები. ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. მათ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. სწორედ ამიტომ „ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ გავმართოთ ღია საუბარი ხალხთან, ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აი აქ ამ გაჭირვებულ ამფიტეატრში, სადაც ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში. გამოთქვამენ თავის წუხილებს და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.