დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ისინი მოსახლეობას აძლევენ რეკომენდაციას, არ გამოიყენონ 1 კოვზი ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან, რადგან ეს ეკლესიის საქმეა.
„ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალებისთვის, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. მე რა ის მაქვს, რომ შევცვალო დამკვიდრებული ტრადიციები“, – განაცხადა იმნაძემ
საქართველოს საპატრიარქომ ზიარებისას დროებით ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე უარი განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”. ის მოსახლეობას ურჩევს, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ.