“ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები”-ნათელაშვილი მთაწმინდელებზე, ვერელებზე და ვაკელებზე

“საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება”- “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა გუშინდელი არჩევნების შედეგები შეაფასა და თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ამომრჩევლები გააკრიტიკა. 

“საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება.ისინი მუდმივად დარჩებიან სულიერ კოლონისტ-სეპარატისტებად და მთელ ქვეყანას ყოველთვის შეხედავენ როგორც მათი ბედნიერებისათვის შექმნილ სახმარ ღირებულებას ხოლო ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები. ისინი ყოველთვის იქნებიან ფულის და ძალაუფლების მხარეზე.წუხანდელი ღამეც ამის ტრადიციული დასტურია. რაღა უნდა გავამტყუნოთ ამის შემდეგ ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში მარტოდ დარჩენილი მოხუცი”,-დაწერა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.