ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში- ახალი ტრადიციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის დეცენტრალიზაციის მიზეზით ახსნა.
„ამის სიმბოლო არის ის, რომ ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში და ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რათა ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.