“ჩვენ თანახმა ვართ თქვენც აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში”- ნანუკა ჟორჟოლიანი

გიორგი გაბუნიას სკანდალური ეთერი და რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება რუსულ ენაზე სოციალურ ქსელებში უცებ გახდა მთავარი თემა.  ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს: “მივმართავ რუს ჟურნალისტებს. ჩვენ თანახმა ვართ თქვენც აგინოთ ჩვენს პრეზიდენტს და გავანულოთ ანგარიში.”

რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას. ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.