აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციებს ეთანხმება და მიიჩნევს რომ მათი შესრულება მნიშვნელოვანია.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნას სრულად იზიარებს.
„ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ვიზიარებთ იმას, რომ იყო როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე გარკვეული პრობლემები. სწორედ მათ გადასაჭრელად ეუთო-მ შეიმუშავა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს. ჩვენ ვეთანხმებით ამ რეკომენდაციებს და მათი შესრულება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა როს უილსონმა.