მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საკუთარი გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.
“ჩვენ ვილაპარაკეთ დიდი ხანი და შევჯერდით და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს მონოლოგი მეთქვა და გამომეცხადებინა ამ ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.
ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც მოვიპოვეთ თავისუფლება. ვერ წავალთ იქიდან, სადაც ვაშენეთ ევროპული, თავისუფალი ქვეყანა. ჩვენ ვერ წავალთ იქიდან, სადაც ბიძინა დავამარცხეთ ჩვენი თანმიმდევრულობით, გამბედაობით და სიმართლით.
ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე დავეხმარებით ყველას. ჩვენ, ჩვენი ოჯახი, როგორც შეგვიძლია.
ქექეც, სანდროც , სოფოც. ჩვენს მეგობრებთან ერთად ბოლომდე დავეხმარებით ამ ქვეყანას მოიშოროს რუსული ურჩხულის პატარა ნასხლეტი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელზეც პირველად ცხოვრებაში როგორც ქართველს მჯერა, რომ მას შეუძლია ჩემი ათი წლის შვილის მოკვლა. ეს არ არის კარგი რწმენა, ეს საშინელი შეგრძნებაა. მე მრაცხვენია ამ შეგრძნების, მაგრამ მე ამ შეგრძნებაში სრულიად დარწმუნებული ვარ.“– განაცხადა გვარამიამ ნახევარსაათიანი მონოლოგის ბოლოს. მანამდე კი ვრცლად ისაუბრა საკუთარ და ქვეყნის წარსულზე, იმ წლებზე, როცა ივანიშვილის ხელისუფლებამ მას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა.