” შეუძლებელია, რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოდგენს, მათ შორის, ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა , ეკა ბესელიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ბესელია თქმით, მათი პოზიციები ყოველთვის ემთხვეოდა და სწორედ ამიტომ პოლიტიკურ მოღვაწეობას მომავალშიც მათთთან ერთად აპირებს
“შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც ხდება – აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდაჭერების, თუ შემქმნელების. ამიტომ, მათი პროტესტი ძალიან ბუნებრივია და ძალიან ორგანული ჩემთვის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე და მომავალსაც ვხედავ სწორედ საერთო ბრძოლის ველზე”, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას 13 აპრილს, “დაიცავი საქართველოს” მიერ დაგეგმილ ღინისძიებას თვითონაც შეუერთდება.
“ახლა, ისევ დადგა ერთიანობის აუცილებლობა. რა იქნება მომავალი გაგრძელება ამ შეკრებისა, ამაზე ალბათ, მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ეს შეხვედრა დასრულდება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის პოლიტიკური ახალი პლატფორმა, რომლის შექმნას მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, ძალაშია. ვაპირებთ, შემოვიკრიბოთ ყველა ის ადამიანი ამ გაერთიანებაში – ეს იქნება საზოგადოების წარმომადგენელი, თუ პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, ძველი თაობა…”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.