“ჩვენც მოგვარტყით” – ამ ლოზუნგით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გამართეს.
თეთრ კომბინიზონებში ჩაცმულ აქციის მონაწილეებს სახეზე აფარებული ჰქონდათ სამიზნეები.
ახალგაზრდებმა 20 ივნისის აქციის დარბევა ამ ფორმით გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.
რუსთაველის გამზირზე კი აქციები გრძელდება. პროტესტის 28-ე დღეს აქციაზე წიგნის დღე დაანონსდა.