“ჩვენება მივეცი გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ”-გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გუშინ მასზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენება გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ მისცა. გვარამია “ქართული ოცნების” დეპუტატის დაკითხვას მოითხოვს.

“ამ ხელისუფლებამ ალბათ 20-ჯერ მაინც დამკითხა, დღევანდელი გამოკითხვა იყო ყველაზე კორექტული და ყველაზე კვალიფიციური რაც კი ყოფილა ამ ხელისუფლების დროს,ამის გამო მოხარული ვარ, პოლიციის ეს რგოლი მუშაობს ძალიან გამართულად და პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალურად, მადლობა პოლიციელებს.მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ესენი რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

ეს არ არის ცემის შემთხვევა, ეს არის ანგარიშწორების შემთხვევა,აქ არის მნიშვნელოვანი მოტივის გარკვევა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები სასამართლოში, შეუძლებელია მოტივის გარეშე იყო სასამართლოში ეს არ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. მათ ქონდათ მოტივი ჩემზე ანგარიშწორება, პოლიტიკური პოზიციის გამო.

ეს ხალხი არის დაქირავებული, მათ უხდიან ფულს და ამას აკეთებს გიორგი ვოლსკი. მე დღეს ჩვენება მივეცი გიორგი ვოლსკის წინაარმდეგ. ის არის დამკვეთი ანგარიშსწორების, ის არის დამნაშავე, ის უნდა დაიკითხოს,”-განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა გვარამიამ.