უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დღეს ოპოზიციას არანაირი შეთავაზება და დათმობა არ მიუღია, თუმცა ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს მუშაობა და შეეცდება შედეგი მიიღოს:
“დღეს შეხვედრის ფაქტი იყო მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამ ფაქტით ხელისუფლების მიერ დახურული კარი 2020 ის არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსნა, მათ აღარ სურდათ არანაირი ლაპარაკი ისინი ამბობდნენ რომ მორჩა ყველაფერი, თუმცა ქართველი ხალხის, ოპოზიციის, საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით ეს კარი გაიხსნა. ეს არის კარგი დღეს ეს კარი არ დახურულა. ეს დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, მიუხედავად მცდელობებისა ჩვენ ეს არ დავუშვით. ეს არის კარგი.
განხილული იყო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც აკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნასაც, მაჟორტარების მოთხოვნასაც, საერთშორისო საზოგადოების რეკომენდაციებსაც, ივანიშვილის დაპირებასაც.
ამ თემაზე არანაირი არსობრივად საწინააღმდეგო არგუმენტიარ ყოფილა, გაგრძელდა საუბარი იმის თაობაზე, რომ არ შეესაბამება კონსტიტუციას. ჩვენი მკაფიო შეთავაზება,რომ გავაგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციებით ვიმოქმედოთ, იქნა უარყოფილი.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვა, კი მაგრამ, თუ მხოლოდ კონსტიტუციურობაა პრობლემა, არის თუ არა მზად ხელისუფლება რომ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ანუ 113 ხმით მოაგვაროს ეს თემა, ვინაიდან ეს მოდელი მაჟორიტარების პრობლემასაც ხსნის და აძლევს მათ მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილეობის საშუალებას. ამაზე პასუხი იყო, რომ სხვა მიზეზების გამოც მმართველი გუნდი ვერ ხედავს საშუალებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. ეს ალბათ იმის შედეგია, რომ ეროზია მიმდინარეობს მმართველ გუნდში.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ცალმხრივად გავაგზავნით პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ მეტი არგუმენტი მოვიპოვოთ ანტიკონსტიტუციურობის საწინააღმდეგოდ.
ჩვენს ვკითხეთ ხელისუფლებას, ეს თუ არ მოგწონთ. ხომ არ აქვთ რამე ვარიანტი ამ კრიზისის განსამუხტად, მათი პასუხი იყო რომ არ აქვთ. ჩვენი მზაობაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით კიდევ ერთი რაუნდი შედგეს, რათა ხელისუფლება კარგად დაფიქრდეს იმაზე, რაც დღეს მოისმინა, იფიქრონ რამე შემოთავაზებაზე. დღეისთვის მათი მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ არსებობს.
ჩვენი მხრიდანად გავაგრძელებთ მცდელობა,ს ჩვენი ამოცანა არის შედეგი, სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნები. არ არის ჩვენი აკვიატება რომელიმე მოდელი.ჩვენი ამოცანა იყო პროპორციული არჩევნები, ახლა ჩვენი ამოცანაა კონსენსუსი შედგეს, რათა მომავალ არჩევნებზე ქვეყანა არ გადავჩეხოთ დიდ საფრთხეში .
დღევანდელი ვითარებით ჩვენ ძალიან რთული არჩევნებისკენ მივექანებით. იქნება ეს ვადამდელი თუ ვადაში, იმიტომ რომ მთავარი პრობლემა თამაშის წესებზე, ანუ საარჩევნო სისტემაზე არის დიდი შეუთანხმებლობა, რაც ივანიშვილის სუპერუპასუხისმგებლობით არის გამოწვეული.
ჩვენ ამ მცდელობას გავაგრძელებთ და არ ავყვებით იმ განცხადებებს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. არაფერიც არ არის დამთავრებული.“–განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.