ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, სცდება პორტის მშენებლობას – ხაზარაძე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დღეს კომპანია “Hyundai Samho Heavy Industries “-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ცერემონიალს „თიბისი ბანკის“ ყოფილი დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და  ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ. როგორც გაირკვა, “Hyundai Samho Heavy Industries არის გამარჯვებული კომპანია საერთაშორისო ტენდერში, რომლითაც კონსორციუმმა ამწეების პროვაიდერი შეარჩია.
„ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა “Hyundai Samho Heavy Industries -სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ

{{VIDEO}}