“ჩვენი სუსტი წერტილი არის სოციალური პოლიტიკა“-ენძელა მაჭავარიანი

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით ენძელა მაჭავარიანი ფიქრობს, რომ სოციალური მიმართულებით ახალი პოლიტიკაა გასატარებელი. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს აუცილებელია, თუ არა ამისთვის მინისტრის შეცვლა, თუმცა მიიჩნევს, რომ სოციალური პოლიტიკა მთავრობის  სუსტი წერტილია. 

„სერგეენკო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის მინისტრი, არის სოციალური დაცვის, დევნილთა და ა.შ. ვრცელი დასახელება აქვს მის სამინისტროს. მე მოგეხსენებათ, უფრო ჩართული ვარ სოციალურ თემებში და მიმაჩნია, რომ სოციალური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანში ადის იმ სიმაღლეზე, რომ საჭირო არის ახალი ნაბიჯების გადადგმა ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ჩვენი სუსტი წერტილი არის სოციალური პოლიტიკა,“ – აცხადებს ენძელა მაჭავარიანმა.