გთავაზობთ მანიფესტის ტექსტს:
“დღეს გვინდა ვისაუბროთ საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე:
• ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა მათი გარეგნობისა და გენდერული გამოხატვის გამო.
• საქართველოში უკვე ორი ტრანსგენდერი ქალი — ზიზი და საბი მოკლეს.
• ტრანსგენდერ ადამიანებზე არ ზრუნავს სახელმწიფო.
• ჯანდაცვის სისტემა არ არის მორგებული მათ საჭიროებებზე, არ აძლევს ჰორმონოთერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციის საშუალებას. ასევე ვერ იღებენ სიცოცხლისათვის საჭირო სამედიცინო სერვისებს.
• სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს აიძულებს სავალდებულო სტერილიზაციას და ოპერაციას დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად.
• სახელმწიფო ტრანსგენდერი ადამიანებისთვის არ უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას გამუდმებით შიშში იატაკქვეშ უწევს ცხოვრება.
• ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო და თანასწორ გარემოს, რის გამოც ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას.
• ტრანსგენდერ ადამიანებს სახელმწიფო არ აძლევს დასაქმების საშუალებას, არ იცავს მათ დისკრიმინაციისგან სამსახურში. რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანების უმრავლესობა იძულებულია ჩაერთოს სექს-სამუშაოში.
• ტრანსგენდერი ადამიანებს აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მათი ყოფა არაადამიანური, დამამცირებელი და გაუსაძლისია.
ჩვენი ყოველი დღე ბრძოლაა!
შემოგვიერთდი შენც ამ ბრძოლაში!”