აშშ-ში მყოფი სასულიერო პირი მამა გიორგი ცქიტიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმიანება და ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებით მკვეთრ პოზიციასაც აფიქსირებს.
“როგორც ადამიანმა, თავიდან ცხოვრების დაწყებაც რომ დასჭირდეს, უნდა მოიძულოს და მოიშოროს ცოდვა რომელიც მას თუნდაც მატერიალ კომფორტს უქმნიდეს, ასევე ჩვენმა ერმა უნდა მოიშოროს რუსეთი და მისი ყოველგვარი გამოვლინება ქართულ მიწაზე, თუნდაც ამან დროებით გამოგვიყვანოს გარკვეული ეკონომიკური კომფორტის ზონიდან.
ეს იქნება არა მხოლოდ სწორი ეკონომიკური მიმართულება, არამედ ეს მოგვცემს სწორი ქრისტიანული ცხოვრების უფრო მეტ სივრცეს”-წერს მამა გიორგი სოციალურ ქსელში.