ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით-ესგანცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მთავარი არხის ეთერში გააკეთა.
“ის, რომ ჩვენ, ზოგადად, მომხრე ვართ ტრადიციების და იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ რეალურად… ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა… კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატივისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორც არ უნდა ულტრალიბერალი იყო შენ. ეს გენში გაქვს შენ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.