ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. კარასინმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა.
“სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრები ჟენევაში ეძღვნება მხოლოდ აფხაზეთის სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს. იქ არ განიხილება რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები. მაგრამ რადგანაც იქ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები, ჩვენ ნამდვილად დავუთმობთ ამ თემას გარკვეულ დროს ღონისძიების ჩარჩოებში.
როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ადეკვატური რეაქციის შედეგად გონს მოეგნენ ისინი, ვისაც პოლიტიკურ, თამაშში ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე, ქულების ცინიკურად მიღება სურს,”-განაცხადა კარასინმა.