კიანუ რივზისა და მისი რჩეულის ფოტოები მსოფლიოში დიდი განხილვის მიზეზი გახდა. დიდი ნაწილი წერს, რომ მსახიობს უკეთესი ქალი შეეფერება.
აქტუალურ და განხილვად თემას ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
„კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46-ის. უბრალოდ, ქალმა გადაწყვიტა, ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ დაიბეროს და კისრის ნაოჭიც ადგილზე დატოვოს.
მშურს ყველა ასეთი ქალის, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კარდაშიანების სამყარო. კიდია ასაკი, ნაოჭი. და მისი სტანდარტი ინდივიდუალიზმია და არა მასა, რომელიც ითხოვს იყო ისეთი, როგორც თვითონ არის“-წერს ჟორჟოლიანი.