საქართველოში ლიეტუვის საელჩო 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით,სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ქვეყნისთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი.
“30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი – სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა – 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ – მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას ” -ნათქვამია ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს წარმომადგენლები დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. გუნდმა “ვილნიუსმა” 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ძველი ლიეტუვური საომარი სიმღერის შესრულებით მიაგო პატივი.