ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებით, იგი ჩვეულებრივი წმინდანია და საზოგადოებას შეუძლია, რომ მას მეუფე უწოდოს. გაბუნიამ ამის შესახებ გადაცემა “პოსტფაქტუმში“ განაცხადა, რითაც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების წევრებთან, ბევრ ეპისკოპოსთან, მღვდლებთან და ბევრ ბერთან შედარებით მე ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, შეგიძლიათ მეუფეც კი დამიძახოთ, არ გავაპროტესტებ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. მან მთავრობის წევრებთან შეხვედრები პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყო.