ჩვილის დედა, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ბავშვის დედის ინფორმაციით, მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ბავშვზე ძიძა ძალადობდა, რის გამოც სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა.
კადრები, სადაც ძიძა ბავშვს არასათანადოდ ეპყრობა, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.