“ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე არ არის და მის ადგილზე ამ ველზე არ შევიდოდი”განაცხადა ვატო შაქარიშვილმა კობახიძის განცხადების საპასუხოდ.
„ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები ჩვენ უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, რომ ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში. ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, ლოგიკურად არ იხსნება, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი? – ცოტა ტვინი დაატანონ, რასაც ლაპარაკობენ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შაქარაშვილის პასუხი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც „დაიცავი საქართველოს” გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.