N15 პენიტენციური დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იუწყება.
“პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულ არიან მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 04 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.