“ ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი?“–ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსი ციხიდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან პერიოდულად ფეისბუქ გვერდზე სტატუსებს აქვეყნებს. ამჯერად ის ციხის მაღაზიაში ხორცის სიძვირეზე და ტელეარხებზე წერს და იუსტიციისმინისტრსმიმართავს:

“წულუკიანი თეა, რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი?

კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.

P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ -TV პალიტრა და მთავარი არხი“– წერს ოქრუაშვილი.