ცილისწამება, დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაცია – შეხვედრა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში

{{ARTICLEIMAGE}}
ცრუ ინფორმაციის, დეზინფორმაციის და ცილისწამების პრევენციისა და რეგულირების საკითხი –  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ თემებთან დაკავშირებით ხვდება.

შეხვედრის დაწყების წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მიღებული და გათვალისწინებული იქნება. მისი სიტყვებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ საკითხზე მუშაობა და თანამშრომლობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის განცხადებით კი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა:

“გვინდა რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, გამოვკვეთოთ რა პრობლემებია, როგორ ხედავს ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემებს და როგორ ხედავს მატ გადაჭრის მექანიზმებს”, განაცხადა ქეთი მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.