ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო რეს ცხინვალის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს
ოკუპირებულოი ცხინვალის რეჟიმი გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზად “საქართველოს მხრიდან მდგომარეობის ესკალაცია და მდგომარეობის გართულებას ასახელებს.
“სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით შეწყდება გამშვები პუნქტების “რაზდახანსა” და “სინაგურის” ფუნქციონირება”, — წერია განცხადებაში.