ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გათავისუფლებულია.  28 წლის ზაქრო ბუთხუზი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა, დღეს გაათავისულეს.

არსებული ინფორმაციით, ის ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.