ცხინვალში რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ცხინვალში, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების რუსი მრჩეველი და მისი მეუღლე გარდაცვლილები იპოვეს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, იგორ გალის და მისი მეუღლის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აღინიშნება და სახლი წესრიგშია – არეულობის არანაირი კვალი არ ჩანს.

გარდაცვლილთა ცხედრები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ვლადიკავკაზში გადაასვენეს.