„ცხოვრება მაინც მშვენიერია!“ – ზაზა სარალიძე

„ცხოვრება მაინც მშვენიერია!!!”- გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ცხოვრება მაინც მშვენიერია!!! უნდა მეამაყა დათუჩას ცხოვრებით და დღეს ვამაყობ მისი განვლილი ცხოვრებით!!! ცხოვრება მაინც მშვენიერია!!! რაც დათუჩას უნდოდა იმას გავაკეთებ!!! რა ოცნებებიც ქონდა ყველაფერს გავაკეთებ!!! ცხოვრება მშვენიერია!!! დათუჩას პატარა დაიკო ყავს!!! მისი მაგივრობა ხომ უნდა გაუწიოს ვინმემ?!!

ამიტომ არის ცხოვრება მაინც მშვენიერი!!! იცხოვრეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქართველები ვართ. განა ოდესმე ვინმე მოგვრევია? არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა არანაირი სიტუაციიდან გარდა ერთისა!!! მაგრამ გვახსოვდეს მხოლოდ ერთი რამ, სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებთ, მას მხოლოდ სიცოცხლით დავამარცხებთ!!!

ნუ გგონიათ რომ რამე გიჭირთ, ქრისტე გასაჭირში ჩვენთანაა მუდამ!!! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!“, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.