პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო ხმაურით დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამოუკიდევბელ დეპუტატებს პრეტენზიები სხდომის წამყვან ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ჰქონდათ. დეპუტატების განმარტებით, მათ კომიტეტზე მისულებმა გაიგეს, რომ რიგგარეშე სხდომა ტარდებოდა. რიგგარეშე სხდომაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი იმაზე, რომ სხდომა არაუფლებამოსილად გამოცხადებულიყო, რადგან პრეტენზიების მქონე დეპუტატების განცხადებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შეახებ, მათ ინფორმაცია არ მიუღიათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა კი პარლამენტის თავმჯდომარემ წინა კვირაში 16 აპრილს დააანონსა.
{{VIDEO}}














