გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი დავით წერედიანი. 1963 წლიდან დავით წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა.
მისი ცნობილი თარგმანებია ფრანსუა ვიიონის ლექსები, გოეთეს „ფაუსტი“, რომლისთვისაც 2012 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ დაიმსახურა“, ძმები გრიმების ზღაპრები.
მას 2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა.