ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ილია მეორის გუშინდელი განცხადების შესახებ, სადაც პატრიარქმა თქვა რომ ,, 42 წელია სამიზნეა” , ამბობს, რომ ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება ,,ცოტა უხერხულია”.
მეუფის თქმით, პატრიარქი მისი ასაკის მიუხედავად, თვითონ უკეთესად განმარტავს თავის სიტყვას ,,თუ ამას საჭიროდ ჩათვლის”.
,,კათალიკოს-პატრიარქი ყოველთვის, 42 წლის მანძილზე და მანამდეც; დღესაც მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა, ახერხებდა და ახერხებს იმ აზრების გამოთქმას, რაც მას უნდა და რასაც საჭიროდ თვლის. ამიტომ, თვითონ უკეთესად განმარტავდა თავის სიტყვას, ან განმარტავს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.
კომენტარს ვუკეთებთ მამების გამონათქვამებს, წმინდა წერილის განმარტებებია იგივე კომენტარები, მაგრამ ცოცხალი პატრიარქის სიტყვას კომენტარი გაუკეთო, ცოტა უხერხულია”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.
გუშინ, პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ 42 წელია სამიზნეა და რომ არა ხალხის თანადგომა, ამას ვერ გაუძლებდა.