24 წლის ბიჭმა 22 წლის მოყვარე ცულით მოკლა – ადგილობრივების თქმით, 24 წლის ცოლის ძმამ 22 წლის სიძე მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლა.
მამაკაცს სასიკვრილო ჭრილობა ცივი იარაღით ნაჯახით აქვს მიყენებული. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილობრივებს მოხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. სოფელში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.