ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოჯახში ფიზიკური და ფისქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის 23 თებერვალს ცოლს სცემა. მათივე თქმით, 2017 წლიდან ის მუდმივად აყენებდა ცოლს სიტყვიერ შეურაცხყოფას შვილების თანდასწრებით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 25 მარტს ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126′ მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.