ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებული ძიუდოისტი სასამართლომ გაათავისუფლა

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტი თავისუფალია.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი  თორნიკე ნაგლიაშვილი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თორნიკე ნაგლიაშვილი,  ძალადობის ბრალდებით  მარნეულში, 5 მარტს დააკავეს.

ძიუდოისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 126   მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს  მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს  შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია.