„ ის ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ, ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო,“ – ეს განცხადება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ გააკეთა.
კაკულიას შეფასებით, გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ადეკვატურად ვერ აღიქვა.
„მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა სიტუაციის პრაქტიკა უნდა და აქ სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა.
ქობულიას გადადგომას ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ.