“ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება,ილოცეთ ანიტასთვის”-ანიტას სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ინდოეთის კლინიკაში მყოფი ქართველი გოგონას, ანიტას ჯანმრთელობის  მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გულის გაჩერება დაფიქსირდა, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ანიტას ოჯახი მთელ საქართველოს ანიტასთვის ლოცვას სთხოვს.

“ანიტა ოპერაციაზე შეყავთ!
მარიკომ ძალიან გთხოვათ ყველას რომ ილოცოთ ანიტასთვის!

ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

როგორც ექიმებმა აცნობეს ოჯახს, გადაწყდა ეკმოს აპარატის ჩაყენება (ეს აპარატი გულს დაეხმარება მუშაობაში და მოგვაგებინებს 3-4 კვირას)
ამ წუთებში ელოდებიან ექიმ ბალაკრიშნანის მისვლას კლინიკაში.

ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, ამაზე მეტი არაფრის თქმა ამ დროისთვის არ შეგვიძლია!

ყველას გთხოვთ ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე ინატრეთ ანიტას კარგად ყოფნა!”-წერს ანიტას ჯგუფში მარიკა ხუციშვილი.