ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა-ექიმი

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმებმა განუცხადეს.

“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – აცხადებს ექიმი.